TOEFL iBT®️ გამოცდების ჩატარება “ევროპის უნივერსიტეტში” 2026 წელსაც გრძელდება
“ევროპის უნივერსიტეტმა” სერტიფიცირებულ ადმინისტრატორთა მომსახურების (CTAS) ქსელის მიერ წარმოებული ხელახალი სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა და ოფიციალური თანხმობა მიიღო, უნივერსიტეტის ბაზაზე TOEFL iBT®️ ტესტირების ცენტრის ფუნქციონირების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
“საგანმანათლებლო ტესტირების სერვისი”®️ (ETS) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ტესტირებისა და შეფასების ორგანიზაციას, რომლის სათაო ოფისი შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
TOEFL®️ ტესტირების ცენტრები მოქმედებს ETS-ის კონტრაქტორი დამოუკიდებელი სააგენტოების სახით და პასუხისმგებელია TOEFL iBT®️ გამოცდების ადმინისტრირებაზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
TOEFL iBT®️ ტესტი აფასებს აკადემიური ინგლისური ენის ოთხივე ძირითად კომპონენტს: კითხვას, მოსმენას, საუბარსა და წერას. იგი ერთ-ერთ ყველაზე სანდო და მაღალი სტანდარტების საერთაშორისო გამოცდად ითვლება და აღიარებულია 11,500-ზე მეტ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტში მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში.
დღემდე TOEFL®️ ტესტი ინგლისური ენის ცოდნის დასადასტურებლად 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა აირჩია.
“ევროპის უნივერსიტეტის” შესარჩევი კოდია: STN20389A