ევროპის უნივერსიტეტში მდებარე ოფიციალური TOEFL iBT® ტესტირების ცენტრი

ოფიციალური TOEFL iBT® ტესტირების ცენტრი ევროპის უნივერსიტეტში

ევროპის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირებულ ადმინისტრატორთა მომსახურების (CTAS) ქსელის მხრიდან წარმოებული სერტიფიცირების პროცესი და მიიღო ოფიციალური თანხმობა უნივერსიტეტის ბაზაზე TOEFL iBT® ტესტირების ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

საგანმანათლებლო ტესტირების სერვისი® (ETS) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტესტირებისა და შეფასების ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს შეერთებულ შტატებში, ხოლო TOEFL® ტესტირების ცენტრი არის ETS-ის კონტრაქტორი დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია TOEFL iBT® ტესტის ადმინისტრირებაზე.

TOEFL iBT® ტესტი მოიცავს აკადემიური ინგლისური ენის ოთხივე კომპონენტს - კითხვას, მოსმენას, საუბარს და წერას. TOEFL iBT® არის მაღალი სტანდარტების ტესტი, რომელსაც 11,500-ზე მეტი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი აღიარებს 160-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეაჩერა არჩევანი  TOEFL®  ტესტზე ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად. 

ოფიციალური TOEFL iBT® ტესტირების ცენტრი ევროპის უნივერსიტეტში სრულად ფუნქციონირებს და მზად არის უზრუნველყოს  TOEFL® iBT® გამოცდა ქვემოთ მითითებულ თარიღებში:

  • 03-დეკემბერი-2025 10:00
  • 03-დეკემბერი-2025 13:00
  • 17-დეკემბერი-2025 10:00
  • 21-იანვარი-2026 10:00
  • 21-იანვარი-2026 13:00
  • 04-თებერვალი-2026 10:00
  • 04-თებერვალი-2026 13:00
  • 11-თებერვალი-2026 10:00
  • 11-თებერვალი-2026 13:00
  • 18-თებერვალი-2026 10:00
  • 18-თებერვალი-2026 13:00
  •  

რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ETS ვებგვერდის საშუალებით. ევროპის უნივერსიტეტში TOEFL iBT® ტესტის ჩასაბარებლად დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა აირჩიონ ევროპის უნივერსიტეტი (ID - STN20389A).

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს -
როგორ დავრეგისტრირდე TOEFL iBT®  გამოცდაზე

გამოცდის წარმართვის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი 76, თბილისი, საქართველო, 0141

დამატებითი კითხვების შემთხვევაში: 

international.office@eu.edu.ge

tinatin.zaalishvili@eu.edu.ge