სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

თვითმმართველობის წევრობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

გაცნობებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატობის მსურველი სტუდენტების განაცხადების მიღება დაიწყო!

სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გააკეთოს განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ელექტრონულ ფოსტაზე: elections@eu.edu.ge

განმცხადებელი ვალდებულია, ამავე ელექტრონულ ფოსტაზე წარმოადგინოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და წარმომადგენელის მონაცემები, რომელიც უფლებამოსილია ჩაერთოს არჩევნების ელექტრონული პლატფორმის მხარდამჭერი ჯგუფის მიერ დაორგანიზებული საარჩევნო შედეგების გამოქვეყნების პროცესში.

საარჩევნო პროგრამაში უნდა ისაუბროთ იმაზე თუ რატომ გსურთ თვითმმართველობის წევრობა და ასევე დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ის თუ რის გაკეთებას გეგმავთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით თვითმმართველობის წევრი (ღონისძიებები, აქტივობები, შეხვედრები და ა.შ).

წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს. აღნიშნული პროცედურის ზედმიწევნით შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი კანდიდატად არ ჩაითვლება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 აპრილი

სტუდენტურ თვითმმართველობაში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა სამ-სამი წარმომადგენელი, საერთო ჯამში, ფაკულტეტის შესაბამისად წარმოდგენილი წევრების საერთო რაოდენობა თვითმმართველობაში განისაზღვრება 15 (თხუთმეტი) სტუდენტით (ფაკულტეტზე შესაბამისი რაოდენობის სტუდენტების არსებობის შემთხვევაში).

სტუდენტური თვითმმართველობის ფორმირება ხდება სტუდენტების მიერ და უნივერსიტეტის მხარდაჭერით ორგანიზებული არჩევნების ჩატარების გზით. არჩევნებს ექნება ელექტრონული ფორმა.

გიზიარებთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარების წესს: იხილეთ დოკუმენტი

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს:

servicecenter@eu.edu.ge

2 000 171 (139)