სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 12 ივნისს გაიმართება

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 12 ივნისს გაიმართება.
არჩევნები ჩატარდება ელექტრონულ პლატფორმაზე: elections.eu.edu.ge
ფაკულტეტების მიხედვით კვოტები გადანაწილდა შემდეგნაირად:
- მედიცინის ფაკულტეტი – 6 წარმომადგენელი;
- სტომატოლოგიის ფაკულტეტი – 2 წარმომადგენელი;
- სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი – 1 წარმომადგენელი;
- სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წარმომადგენელი;
- ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი – 1 წარმომადგენელი.
ხმის მიცემა იწარმოებს 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე.