სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის ორი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსი ჩატარდა. 

კონკურსში 20-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის კომისიამ 2 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

დაფინანსებული პროექტები:

  1. 1. მწვანე კედლის პროექტი

პროექტის ავტორი: სარა მაჰმუდ აბდელფათთაჰ აბდელვაჰჰაბ

პროექტის მიზანი: კამპუსის მდგრადობის გაზრდა მწვანე კედლების დამონტაჟებით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სტუდენტებში და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.

  1. ანტიბიოტიკების ადრეული მიღების გავლენისა და ალერგიული რინიტის, ასთმისა და ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკის კვლევა მოგვიანებით ასაკში

პროექტის ავტორი: ალვინ ტურაი

პროექტის მიზანი: კვლევის მიზანია, დადგინდეს კავშირი 0-დან 18 თვემდე ასაკის ბავშვებში ანტიბიოტიკების ადრეულ ზემოქმედებასა და ასთმის, ატოპიური დერმატიტის და ალერგიული რინიტის განვითარების შემდგომ რისკს შორის.