2025 წლის 2 მაისს „ევროპის უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები“.
თუ ხართ განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, ან მასწავლებლის მომზადების პროგრამის მსმენელი და გაინტერესებთ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე დისკუსია, გიწვევთ, კონფერენციის მომხსენებლად.
მოხსენების თემატიკა შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
- ხელოვნური ინტელექტი კვლევებში
- ეთიკის საკითხები და სხვა
განსაკუთრებით საინტერესოდ ჩაითვლება მოხსენებაში საერთაშორისო პრაქტიკის წარმოჩენა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოხსენების მოკლე აბსტრაქტი (1-1,5 გვერდი) ქართულ ენაზე მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge
მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ „სტუდენტური კონფერენცია“.
აბსტრაქტების შერჩევა მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, შერჩეული აბსტრაქტების ავტორებს, კონფერენციაზე მონაწილეობის შესახებ ეცნობებათ 21 აპრილის ჩათვლით.
შენიშვნა: მოხსენების აბსტრაქტი ექვემდებარება შესაბამისი პროგრამით (Turnitin) შემოწმებას და პლაგიატის დადგენის შემთხვევაში არ განიხილება.
სტუდენტურ კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
კონფერენცია ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში.
მისამართი: დავით გურამიშვილის გამზირი N76.
თარიღი: 2 მაისი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge