სტუდენთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები პირველსემესტრელებთან საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ

2025 წლის, 29-30 სექტემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები პირველსემესტრელებთან საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.
ცენტრის წარმომადგენლები სტუდენტებს სპეციალურად მათთვის არსებულ სერვისებს გააცნობენ, რომელსაც სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
შეხვედრების განრიგი:
29 სექტემბერი | 16:00 – გურამიშვილის გამზ. 76, აუდიტორია 505
30 სექტემბერი | 17:00 – სარაჯიშვილის გამზ. 17, აუდიტორია 702