zura kopadze

ზურაბ კოპაძე

წარმატებული სტუდენტი

ზურაბ კოპაძე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტია. იგი სრულად დაფინანსებული კლინიკური სტაჟირების ფარგლებში ესპანეთში, „სანტიაგო დე კომპოსტელას“ უნივერსიტეტში გაემგზავრა. ზურაბი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ პროექტებში. მან მონაწილეობა მიიღო „სტუდფესტში“ და მოხალისეობის კონკურსის ფარგლებში, პროექტის - „დაიცავი გარემო და ერთმანეთის ჯანმრთელობა ჩვენთან – VetEUcares-თან ერთად!“ განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება პროფესიულ განვითარებას და აქტიურად მონაწილეობს როგორც უნივერსიტეტის შიდა, ასევე გარე აქტივობებში.

რატომ ევროპის უნივერსიტეტი?

"ევროპის უნივერსიტეტი მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს სტუდენტებს და საშუალებას აძლევს სრულად გამოიყენონ არსებული რესურსი ხარისხიანი განათლების მისაღებად. ევროპის უნივერსიტეტის დახმარებით მონაწილეობა მივიღე არა ერთ პროფესიულ პროექტში და ვატარებ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას“.