
იაგორ ჯაჭვლიანი
წარმატებული სტუდენტი
იაგორ ჯაჭვლიანი „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან წარმატებით გაიარა სტაჟირება “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში”.
იაგორი „NextGen Innovators“-ის იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია, სადაც სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. გარდა ამისა, მან წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდა ბიოლოგიაში. „ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით კი „Georgian Youth Health Association“ (GYHA)-ის წევრი გახდა და აქტიურად მონაწილეობს სტუდენტური კონფერენციების ორგანიზებაში.
რატომ ევროპის უნივერსიტეტი?
"ევროპის უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ვიღებ თანამედროვე ცოდნას, რეალურ კლინიკურ გამოცდილებას და ვვითარდები როგორც პროფესიონალი. ნეიროქირურგიისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ საუკეთესო გარემო და ხარისხიანი განათლებაა საჭირო.
აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ დავაგროვო ცოდნა, გავიარო პრაქტიკა და ჩამოვყალიბდე პროფესიონალ ექიმად. ჩემი მიზანი დიდი გამოწვევებისთვის მზადყოფნაა – არა მხოლოდ მედიცინის შესწავლა, არამედ სრულფასოვანი ოსტატობის მიღწევა. „ევროპის უნივერსიტეტი“ ჩემთვის არ არის მხოლოდ გზა დიპლომისკენ, არამედ შესაძლებლობა, შევდგე როგორც ნამდვილი ქირურგი."