სტუდენტური ცხოვრება

ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტებს  აქტიურ და მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას სთავაზობს.

უნივერსიტეტში სტუდენტები საერთო იდეის გარშემო ერთიანდებიან და თავად ქმნიან სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და შემეცნების კონცეფციის კლუბებს, რომელთა ფუნქციონირებაშიც უნივერსიტეტი მათ აქტიურად ეხმარება.

სტუდენტური კლუბებისთვის უნივერსიტეტში შექმნილია მულტიფუნქციური სივრცე, სადაც სტუდენტებს დასვენების, გართობისა და სხვადასხვა აქტივობების  განხორციელების შესაძლებლობა აქვთ.

აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისთვის, უნივერსიტეტი გეგმავს და ახორციელებს:

პირველკურსელთა მიღების წვეულებას

კურსდამთავრებულთა წვეულებას

ახალი წლის წვეულებას

ასევე, ექსკურსიებს, სხვადასხვა ეროვნულ და თემატურ ღონისძიებებს, საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს, რომლებშიც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი.


ევროპის  უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სპორტული, კულტურული შემეცნებითი და ინტელექტუალური გუნდები/კლუბები:

  • EU ფუტსალის გუნდი;
  • EU ფრენბურთის გოგონათა გუნდი;
  • EU ქორეოგრაფიული ანსამბლი;
  • POP პოპ კლუბი;
  • ფოტოგრაფიის კლუბი - მიზნად ისახავს ფოტოგრაფიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის თვითგამოხატვისა და განვითარების სივრცის შექმნას, საერთაშორისო სტუდენტებისათვის კი შესაძლებლობას, რომ ფოტოგრაფიის კლუბთან ერთად გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს;
  • VET Eudora – ვეტერინარ სტუდენტთა კლუბის მიზანია საზოგადოებაში ცხოველთა მიმართ მზრუნველობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • EU მეთევზეთა კლუბი - ევროპის უნივერსიტეტი პირველა, სადაც მეთევზეთა კლუბი შეიქმნა. მეთევზეთა კლუბი ემიჯნება ბრაკონიერობას და მხოლოდ კანონიერ თევზაობას ეწევა;
  • EU კალათბურთის კლუბი - კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის წახალისება ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის;
  • ხელოვნების კლუბი - რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების შემოქმედებით განვითარებას, ინტერესების აღმოჩენასა და ცოდნის გაზიარებას ხელოვნების სფეროში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ხელოვნების კულტურა და ნაკეთობების შექმნა;
  • მოლაშქრეთა კლუბი - კლუბის მიზანს წარმოადგენს შემეცნებითი აქტივობები, საქართველოს ტერიტორიების შეცნობა და სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია;
  • Arm wrestling- მკლავჭიდით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ და ივარჯიშონ მკლავჭიდის, როგორც სპოტისთვის შესაბამის პირობებში და იასპარეზონ შიდა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში;
  • Cinephile Circle - წარმოადგენს კინომოყვარულთა კლუბს, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ჟანრის ფილმების ჩვენება, განხილვა და ბლოგების მომზადება;
  • EU ცეკვის კლუბი - კლუბის მიზანია ევროპის უნივერსიტეტში არსებულ მულტიკულტურულ გარემოში სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის ქორეოგრაფიული კულტურა და გამოცდილება;
  • კრიკეტის კლუბი - კრიკეტის კლუბის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებში სპორტული ცხოვრების წახალისება და კრიკეტის, როგორც  სპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ცოდნისა და თამაშის ტექნიკის გაზიარების გზით;