სტუდენტებისთვის ერაზმუს+ სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში ერთსემესტრიანი სრულად დაფინანსებული მობილობისთვის კონკურსი გამოცხადდა.
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის სქემაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა ხდება “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” მიხედვით, რომელსაც გაეცნობით ბმულზე.
საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გამოცხადებული კონკურსისათვის განაცხადის წარდგენა შეუძლია კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:
ა) კანდიდატი კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში უნდა ირიცხებოდეს ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით;
ბ) საბაკალავრო/სამაგისტრო ან ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს განაცხადის წარდგენის დროს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სემესტრი;
გ) კანდიდატის აკადემიური მოსწრების საშუალო შეწონილი ქულა უნდა იყოს არანაკლებ 2.5 ქულისა;
დ) კანდიდატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ მობილობათა ჯამი ერთი საგანმანათლებლო საფეხურის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
ე) კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, რომელზეც იგეგმება მობილობის განხორციელება) ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე;
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი უნივერსიტეტებისათვის:
თითოეული უნივერსიტეტისათვის ინფორმაცია სასწავლო მიმართულების, საფეხურის, კურსებისა და სტიპენდიის დეტალების შესახებ ხელმისაწვდომია საინფორმაციო ბროშურაში. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკრეტული უნივერსიტეტის ბროშურას შესაბამის ბმულზე გადასვლით.
ბროშურები:
- ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) – ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
- PXL გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ბელგია) – კომპიუტერული მეცნიერებები
- GBSB ბიზნეს სკოლა (მალტა) – ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრიატი)
- ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტი (უნგრეთი) – ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრიატი)
- ზაგრების ბიზნესის სკოლა (ხორვატია) – ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრიატი)
- ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია) – ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები (ბაკალავრიატი)
- კომენიუსის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) – სამართალი, მე-5 სემესტრიდან (ბაკალავრიატი)
- ლუბლიანას ბიზნესის სკოლა (სლოვენია) – ბიზნესის ადმინისტრირება (ბაკალავრიატი)
- ჩერაჰფაშას უნივერსიტეტი (თურქეთი) – მედიცინა, მე-6 სემესტრიდან (ერთსაფეხურიანი) *აუცილებელი მოთხოვნაა თურქული ენის სერტიფიკატი, მინ. B2*
- პლოვდივის უნივერსიტეტი (ბულგარეთი) – არქეოლოგია (ბაკალავრიატი)
- კოჩაელის უნივერსიტეტი (თურქეთი) – მედიცინა, მე-7 სემესტრიდან *სწავლების ენა: თურქული (სავალდებულოა თურქული ენის B2) სერტიფიკატის წარმოდგენა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/3mhRipp7eE66YD4K6
განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ:
ა) პასპორტის, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) CV (რეკომენდირებულიაEuropass-ის ფორმატის გამოყენება);
გ) ფაკულტეტის მიერ, მიმდინარე სემესტრში გაცემული და ხელმოწერილი/ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის აქტიურ სტატუსს ევროპის უნივერსიტეტში;
დ) ფაკულტეტის მიერ, მიმდინარე სემესტრში გაცემული და ხელმოწერილი/ბეჭდით დამოწმებული, სტუდენტის მიმდინარე შეფასებების ამონაწერი საშუალო შეწონილი ქულის მითითებით;
ე) ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (ან/და სხვა რელევანტური უცხო ენის) მინიმუმ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – მინ. 5.5 ქულა; TOEFL iBT – მინ. 67 ქულა; TOEFL CBT – მინ. 183 ქულა; TOEFL PBT – მინ. 513 ქულა; FCE; CAE; Aptis; ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხვას)
ვ) ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
ზ) ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოწყვლად ჯგუფთან მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი
ინგლისური ენის ტესტი – 8-9 ოქტომბერი
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: International.office@eu.edu.ge