სტუდენტებისთვის „ერასმუს+“ საერთაშორისო მობილობის შესახებ საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის მიერ Erasmus KA171 პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საშუალება ეძლევათ, სწავლა გააგრძელონ ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას და დადებითად აისახება მათ სამომავლო კარიერაზე.
გაზაფხულის სემესტრში საერთაშორისო სემესტრული მობილობის ფარგლებში, 9 სტუდენტი სწავლას პარტნიორ უნივერსიტეტებში გააგრძელებს.
Ge