VET Eudora

VET Eudora ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტების კლუბია.

კლუბის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ცხოველთა მიმართ მზრუნველობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. წევრები აქტიურად მართავენ საგანმანათლებლო შეხვედრებს, კამპანიებსა და ქველმოქმედებით აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ 

„სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში კლუბმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი — “Hope Begins With a Bowl”, რომლის მიზანი იყო მიუსაფარი ცხოველების დახმარება და საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰუმანური მოპყრობა ქუჩის ცხოველების მიმართ