EU ქორეოგრაფიული ანსამბლი

ევროპის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი 2021 წელს დაარსდა და დღეს უკვე იქცა ერთ დიდ, შემოქმედებით ოჯახად, სადაც ერთიანდებიან სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტები. 

ანსამბლს მრავალ სტუდენტურ და საერთაშორისო ფესტივალზე აქვს მონაწილეობა მიღებული -  მათ შორის თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში და ა.შ.

თითოეული გამოსვლა სტუდენტეს აძლევს შესაძლებლობას, რომ  წარმოაჩინოს ქართული კულტურა, შეიძინოს ახალი გამოცდილება და იმოგზაუროს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. 

ანსამბლში თითოეულ მოყვარულ მოცეკვავეს ეძლევა შანსი გაიზარდოს, განვითარდეს და გახდეს დიდი სცენის ნაწილი 

საკონტაქტო ინფორმაცია: beka.geldiashvili@eu.edu.ge