ფუტსალის გუნდი
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ ფუტსალის გუნდის წევრები და იასპარეზონ პროფესიონალურ დონეზე საქართველოს ჩემპიონატში.
“EU” ფუტსალის გუნდმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მათ შორისაა:
- 2024-2025 წწ. სეზონში უნივერსიადაზე ფუტსალის I ლიგის ჩემპიონობა
- 2024-2025 წწ. სეზონში საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის ბრინჯაოს პრიზიორობა
- 2022-2023 წწ. სეზონში საქართველის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა
- 2021-2022 წწ. სეზონში საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება
- 2021-2022 წწ. სეზონში საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის ვიცე-ჩემპიონობა
“EU” ფუტსალის კლუბში თამაშობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები, ვარჯიშობენ სისტემატურად და უნივერსიტეტის სახელით გამოდიან სხვადასხვა ჩემპიონატებსა და ტურნირებზე.
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: laura.papaskua@eu.edu.ge