“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის 10 სტუდენტი “აიდინის უნივერსიტეტში” კლინიკურ სტაჟირებას გადის.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები თურქეთში “ევროპის უნივერსიტეტის” სრული დაფინანსებით იმყოფებიან. ისინი მასპინძელ უნივერსიტეტში ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურ პრაქტიკას პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში გაივლიან.
სტუდენტებთან ერთად სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნანა ციცქიშვილი იმყოფება, რომელიც სტამბოლის “აიდინის უნივერსიტეტში” თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად სამომავლო გეგმებზე მუშაობს.