Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა პაროდონტოლოგიის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა
“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტუდენტურ ჩემპიონატში – „ეფექტური ინსტრუმენტირება თანამედროვე პაროდონტოლოგიაში“ მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტური კონკურსი “საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების“ (GSPi) ორგანიზებითა და კომპანია LMDental-ის მხარდაჭერით ჩატარდა და ორ ეტაპს მოიცავდა.
პირველ დღეს სტუდენტები თეორიულ ლექციას დაესწრნენ, რომელიც თანამედროვე პაროდონტოლოგიაში ხელის ინსტრუმენტების გამოყენებასა და მათი ეფექტიანობის მნიშვნელობას ეხებოდა. აღნიშნული ლექციის შემდგომ, მონაწილეები პრაქტიკულ ვორქშოფში ჩაერთნენ, რომელსაც GSPi-ის ტრენერები უძღვებოდნენ.
მეორე დღე სრულად დაეთმო კონკურსს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეფასდა.
“საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოებამ“ „ევროპის უნივერსიტეტს“ პროექტში აქტიური ჩართულობისა და მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობის სიგელი გადასცა.