სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევითი პროექტების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა

“შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის” შესაბამისად, სტუდენტების კვლევითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 4000 ლარს, ხოლო თითოეული სტუდენტური პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 2000 ლარით.

სტუდენტების საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება “ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის” შესაბამისად მოხდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა კვლევითი საპროექტო განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გააგზავნონ “ევროპის უნივერსიტეტის” ელფოსტაზე info@eu.edu.ge არაუგვიანეს 15 სექტემბრის 18:00 საათისა.

შედეგები 30 სექტემბერს გამოქვეყნდება.