სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტის  განმახორციელებელი პერსონალისთვის კვლევითი პროექტების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა

კვლევითი პროექტების
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, კვლევითი მიმართულების ხელშეწყობის მიზნით, ფაკულტეტის განმახორციელებელი პერსონალისთვის კვლევითი პროექტების დაფინანსების კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა კვლევითი საპროექტო განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გააგზავნონ “ევროპის უნივერსიტეტის“ ელფოსტაზე:  info@eu.edu.ge არა უგვიანეს 27 ოქტომბრის 18:00 საათისა.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალს/აფილირებულ აკადემიურ პერსონალს და არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს, რომელიც სხვა უნივერსიტეტთან არ არის აფილირებული.

საპროექტო განაცხადი ფასდება ანონიმურად. შეფასების პროცესის დროს დაცულია კონფიდენციალურობა. კომისიის წევრებისა და განაცხადის ავტორების ვინაობა არ საჯაროვდება.

ფაკულტეტის  განმახორციელებელი პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება „კვლევის დაფინანსების წესის” შესაბამისად მოხდება. (კვლევის დაფინანსების წესი)

 

მიმაგრებული ფაილები: 

კვლევის დაფინანსების წესი