საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სრულად დაფინანსებული Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამა (BIP) ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

Erasmus+
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის Erasmus+ შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში ცხადდება კონკურსი “ენნა კორეს უნივერსიტეტში” (სიცილია, იტალია).

ერთკვირიანი მობილობა სრულად დაფინანსებულია Erasmus+ ფარგლებში.

ინტერდისციპლინარული სასწავლო პროგრამა ორგანიზებულია ენნა კორეს უნივერსიტეტის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით:

  • University of Seville (ესპანეთი)
  • University of Córdoba (ესპანეთი)
  • University of Lodz (პოლონეთი)
  • Dokuz Eylül University (თურქეთი)
  • NOVA University (სლოვენია)

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერსივრცეში წარმოშობილ ახალ საფრთხეებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, ასევე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ აქტუალურ საკითხებს.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10

პროგრამის განხორციელების თარიღები:

  • სავალდებულო ვირტუალური კომპონენტი: 5-6 მაისი, 2026
  • ფიზიკური მობილობა იტალიაში: 11-15 მაისი, 2026

სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც ირიცხებიან შემდეგ პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა(ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი);
  • კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა;
  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა.

სასწავლო პროგრამა სრულად დაფინანსებულია Erasmus+ ფარგლებში, რომელიც მოიცავს:

  • დღიურ სტიპენდიას – 79 ევროს ოდენობით
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას – 395 ევროს ოდენობით

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს ევროპის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
  • ჰქონდეს აკადემიური მოსწრება (GPA) არანაკლებ 2.5;
  • ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ ერთი სემესტრი.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, აუცილებელია, წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:

  • რეზიუმე (CV) – ინგლისურ ენაზე;
  • ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით) -ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისური ენის B2 დონეს დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პასპორტის / პრადობის მოწმობის სკანირებული ვერსია;
  • მოწყვლად ჯგუფთან მიკუთვნებულობის დამადასტურებული დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

მონაწილეთა შეფასება და შერჩევა განხორციელდება სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობის წესის მიხედვით; გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე გაეცნოთ დოკუმენტს:  http://bit.ly/4kXeM8Q

დაინტერესებულმა კანდიდატებს გთხოვთ, სრული განაცხადი ატვირთოთ შემდეგ ბმულზე, არაუგვიანეს 13 მარტისაhttps://forms.gle/axCyj4gNKU8jsTyC6

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge