საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სლოვენიის “ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორმა იერნეი ლეტნარ ჩერნიჩმა “ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია გამართა

6 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ სლოვენიის „ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორმა, ადამიანის უფლებებისა და  საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერ-ექსპერტმა იერნეი ლეტნარ ჩერნიჩმა საჯარო ლექცია თემაზე – „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა” გამართა.

ღონისძიება Erasmus+ საერთაშორისო კრედიტმობილობის KA171 აქტივობის ფარგლებში განხორციელდა.

ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ როგორც თეორიულ მოსაზრებებს, ასევე კონკრეტულ პრაქტიკულ შემთხვევებს.

აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური ცოდნის გაზიარების ხელშეწყობასა და სტუდენტებისთვის რელევანტური, საერთაშორისო ცოდნის გაღრმავებას.