Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტში” სლოვენიის “ახალი უნივერსიტეტის” პროფესორის ნანა ვებერის საჯარო ლექცია გაიმართა
22 მაისს, “ევროპის უნივერსიტეტში“ სლოვენიის “ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორმა ნანა ვებერმა საჯარო ლექცია თემაზე – “The Child’s Voice in Mediation” გამართა.
ლექციას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და გაზიარებული გამოცდილების საფუძველზე შეეფასებინათ ბავშვის როლის მნიშვნელობა კონფლიქტების გადაჭრაში.
მსგავსი ტიპის აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხელს უწყობს პროფესიული კავშირების გაფართოებას.