14 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზში, სისხლის სამართლის საქმეზე იმიტირებული პროცესი გამართეს.
სტუდენტებმა პროკურორის, ადვოკატის, ბრალდებულისა და მოწმეთა როლები მოირგეს.
სპეციალურად პროცესისთვის ნაფიცი მსაჯულების ამპლუაში, ამავე პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები იყვნენ მოწვეული, რომლებმაც განხილულ საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს.
იმიტირებული სასამართლო პროცესი, სასწავლო კურსის – “სასამართლო უნარ-ჩვევები სისხლის სამართლის პროცესში” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ადვოკატი, “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი ხატია ხერხეულიძე და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, მოწვეული ლექტორი თამარ აზარიაშვილი უძღვებოდნენ.
იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანი, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი რეალურ სასამართლო პროცესებში მონაწილეობისთვის მომზადებაა.
პროცესში ჩართულობა სტუდენტებს, ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.