სხვა სიახლეები

შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე 17-18 ივლისს”ევროპის უნივერსიტეტისა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” პერსონალისათვის ტრენინგი ჩატარდა

Training

17–18 ივლისს, „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით, ორდღიანი ტრენინგი თემაზე – „შრომის სამართლის აქტუალური საკითხები“ ჩატარდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტების აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ტრენინგი გაიმართა ონლაინ ფორმატში და მისი მიზანი იყო შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების განხილვა.

ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

17 ივლისი:

  • შრომითი ურთიერთობა და მისი გამიჯვნა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებისგან
  • შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა და ვიქტიმიზაცია
  • კეთილსინდისიერება წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში
  • შრომითი ხელშეკრულების ფორმა და პირობები
  • შრომის შინაგანაწესი და გამოსაცდელი ვადა
  • ვადიანი და უვადო ხელშეკრულებების მნიშვნელობა
  • დასაქმებულის უფლებები და შვებულების რეგულირება
  • შრომის ანაზღაურება

18 ივლისი:

  • შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა
  • მასობრივი დათხოვნა
  • საწარმოს გადაცემისას გასათვალისწინებელი საკითხები
  • კოლექტიური შრომითი ურთიერთობები
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დავები
  • გაფიცვა, ლოკაუტი და ხანდაზმულობის ვადები

ტრენინგს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (2015–2025), “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე გასიტაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დამსწრეებმა მათთვის საინტერესო დამატებით საკითხებზეც მიიღეს ინფორმაცია.