შიდა მობილობა “ევროპის უნივერსიტეტში“ – გაზაფხულის სემესტრი
“ევროპის უნივერსიტეტში” 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით განისაზღვრა.
შიდა მობილობით სარგებლობის მსურველმა სტუდენტებმა განცხადება უნდა წარმოადგინონ სტუდენტური პორტალიდან (EU Base) 2026 წლის 10 თებერვლიდან – 16 თებერვლის ჩათვლით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:
- ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI სასწავლო სემესტრებზე;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;
- კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 100 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV, VI და VIII სასწავლო სემესტრებზე;
- ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსები და აუდიტის (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
- ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსები და აუდიტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;
მედიცინის ფაკულტეტი:
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
- დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე (აღნიშნულ პროგრამაზე მობილობა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამიდან);
- დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე (აღნიშნულ პროგრამაზე მობილობა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამიდან).
სტომატოლოგიის ფაკულტეტი:
- სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;
- სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 000 171