სხვა სიახლეები

შიდა მობილობა ევროპის უნივერსიტეტში

“ევროპის უნივერსიტეტში” 2025 – 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობა გამოცხადდა.

მობილობა 25 აგვისტოდან – 29 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

გაეცანით ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

1. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა -10 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I, III და V სასწავლო სემესტრებზე;

ბ) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია I, III, V და VII სასწავლო სემესტრებზე.

2. მედიცინის ფაკულტეტი:

ა) ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

ბ) დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

გ) დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 7 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

3.სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

ა) სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

ბ) სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 000 171