“ევროპის უნივერსიტეტში” 2024 – 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით სარგებლობის მსურველმა სტუდენტებმა განცხადება უნდა წარმოადგინონ სტუდენტური პორტალიდან (EU Base) 17-დან 22 თებერვლის ჩათვლით.
შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
- ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II სასწავლო სემესტრზე
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე
- ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე
მედიცინის ფაკულტეტი
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე
- დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე (აღნიშნულ პროგრამაზე მობილობა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამიდან)
- დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე (აღნიშნულ პროგრამაზე მობილობა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამიდან)
სტომატოლოგიის ფაკულტეტი
- სტომატოლოგიის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე
- სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა – 3 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე (შიდა მობილობის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური განისაზღვროს შესაბამის კურსზე დადგენილი სწავლების საფასურის ოდენობით. II და IV სემეტრისთვის 4500 ლარის ოდენობით, ხოლო VI სემეტრისთვის 3500 ლარის ოდენობით).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 2 000 171