
შამიმ მალექშაჰი
წარმატებული სტუდენტი
შამიმ მალექშაჰი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. იგი ყოველ სემესტრში საუკეთესო ათეულში შედიოდა და თავისი მაღალი აკადემიური მოსწრების შედეგად არა ერთხელ მოიპოვა სტიპენდია.
შამიმმა გაიმარჯვა კონკურსში, რომლის შედეგადაც შესაძლებლობა მიეცა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში ასისტენტად ემუშავა, რაც მისთვის ფასდაუდებელი კლინიკური გამოცდილება გახდა. მან უნივერსიტეტის პარტნიორ სხვადასხვა კლინიკაში განავითარა პრაქტიკული ცოდნა და უნარები.
შამიმ მალეკშაჰის, როგორც წარმატებულ სტუდენტს, „ევროპის უნივერსიტეტმა“ სრული დაფინანსებით, კლინიკური სტაჟირების ფარგლებში, თურქეთში, „ აიდინის უნივერსიტეტში“ გამგზავრების შესაძლებლობა მისცა.
რატომ „ევროპის უნივერსიტეტი“?
„ევროპის უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და წარმატებაში. ის სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებას, გამოცდილი ლექტორების ხელმძღვანელობით სთავაზობს. თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სტომატოლოგიური კლინიკა „ EU Dent“ კი, პროფესიული უნარების განვითარებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.