სამართლებრივი დახმარების ცენტრი
ევროპის უნივერსიტეტში, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს სამართლებრივი დახმარების ცეტნრი, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სხვადასხვა სახის იურიდიულ მომსახურებას:
- იურიდიული კონსულტაცია;
- განცხადების შედგენა;
- ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
- ხელშეკრულების რევიზია/კორექტირება;
- სარჩელის, საჩივრის მომზადება.
სამართლებრივი დახმარების ცენტრში დაინტერესებული პირები იურიდიულ მომსახურებას იღებენ სტუდენტების ჩართულობითა და შესაბამისი ლექტორების ზედახმედველობით. დაფუძნებიდან დღემდე ცენტრმა ათეულობით ადამიანს გაუწია სამართლებრივი დახმარება. სამართლებრივი დახმარების ცენტრის კლიენტები არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ცენტრის საქმიანობის ფარგლებში სტუდენტები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რადგან უშუალოდ არიან ჩართული კონსულტაციის გაწევაში, სხვადასხვა დოკუმენტის მომზადებასა და კლიენტის ინტერვიურების პროცესში. დაფუძნებიდან დღემდე ცენტრის მიერ მომზადდა არაერთი დოკუმენტი, საჩივარი და სარჩელი. ცენტრმა ასევე უშუალოდ მოამზადა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი.
სამართლებრივი დახმარების ცენტრის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი დახმარების გაწევით, არამედ ასევე მოიცავს ცალკეულ აქტუალურ საკითხებზე პრაქტიკული ტრენინგებისა და მასტერკლასების მოწყობას.
თანამშრომლები

- ოთარ კაჭკაჭაშვილი
- სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
- 2 000 171 (225)
- otar.kachkachashvili@eu.edu.ge