Comments Off on “სახალისო იურიდიული ქვიზები” სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
24 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში”, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით აქტივობა – „სახალისო იურიდიული ქვიზები“ ჩატარდა.
შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ანი გაბედავა და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე უძღვებოდნენ.
ღონისძიებაში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აქტიური ჩართულობით სხვადასხვა სახის იურიდიული ქვიზები შეასრულეს.
აქტივობა მიზნად ისახავდა ინტერაქციული ფორმატით იურიდიული საკითხების გააზრებას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში და მათ წახალისებას.