Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენელი ესტონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი მარიკა ბოკუჩავა “ერაზმუსის” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 26-30 მაისის პერიოდში, “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში“ ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მარიკა ბოკუჩავა ჩართული იყო არაერთ აკადემიურ აქტივობაში, მათ შორის მონაწილეობა მიიღო კლინიკური დიაგნოსტიკის კურსის სილაბუსის განხილვასა და სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დანერგვაში.
ჩატარდა ტური, სადაც დეტალურად იქნა განხილული კლინიკის სამუშაო პროცესი და თანამედროვე მიდგომები.
“ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებები გარემოსა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზეა ორიენტირებული.
ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, ასევე ვეტერინარიის სწავლებაში საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.