სხვა სიახლეები

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიაბეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია
14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით  დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე და „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი რამაზ ყურაშვილი იყო, რომელმაც შეხვედრის ბოლოს, დარგში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური ჯილდო მიიღო.

2025 წლის დიაბეტის გლობალური კამპანიის თემებია „დიაბეტი და კეთილდღეობა“ და „დიაბეტი სამუშაო ადგილზე“. შესაბამისად, კონფერენციაზე განხილული იყო პრედიაბეტის და დიაბეტის მართვის გამოწვევები სამსახურში და სასწავლო დაწესებულებებში.

კონფერენციას “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ოჯახის ექიმები, ენდოკრინოლოგები, ოფთალმოლოგები და საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეები საერთაშორისო რეკომენდაციებს გაეცნენ და არსებული გამოცდილებები გაიზიარეს.