სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის დაიწყო

“ევროპის უნივერსიტეტში” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით “სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2025“ მიმდინარეობს.

9 – 13  ივნისს სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორქშოპები “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით გაიმართება.

9 ივნისს „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსში გაიმართა შემდეგი ვორქშოპები:

  • ვაქცინაციის როლი ცხოველთა ჯაჭვურ იმუნიტეტში, მომხსენებელი მაია კერესელიძე – ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი; სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
  • მცენარეთა ბიოტექნოლოგია ცხოველთა ჯანმრთელობის სამსახურში, მომხსენებელი რუსუდან ურიდია – “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასოცირებული პროფესორი

კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, სამეცნიერო ნაშრომის და სამეცნიერო კვლევითი პროექტების მომზადების ეტაპების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა.

კვირის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრების განრიგი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: science.center@eu.edu.ge-ზე.