საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და პროგრამის ხელმძღვანელი სლოვაკეთში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ

13-16 მაისს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ნონა ზუბიტაშვილი, სლოვაკეთში, კომენიუსის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და აკადემიური პროგრამების განვითარებაზე ორიენტირებული გამოცდილების გაზიარებას.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა თემატური პრეზენტაციები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაცია, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობა, ინტერდისციპლინარული სწავლების დანერგვა და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერება.