სამართლით დაინტერესებული უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის გამართული კონკურსი “დამსაქმებლის გამოწვევა“ დასრულდა

სამართლის სფეროთი დაინტერესებული XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტისა” და “ოქროს კომპასის” ერთობლივი კონკურსი “დამსაქმებლის გამოწვევა” დასრულდა.
ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა თავიანთი ნამუშევრები ჟიურის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს.
პროექტის გამარჯვებული გუნდი „ოთხკუთხა ხუთკუთხედი“ გახდა, რომელთა თემაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განათლების ფონდის მიერ წარმოდგენილ გამოწვევას – “გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების გამოწვევები საქართველოში“ ეხებოდა.
კონკურსში სულ 5 გუნდი მონაწილეობდა. დასკვნით ღონისძიებაზე ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები “ევროპის უნივერსიტეტისგან”. გამარჯვებულ გუნდს კი „სულაკაურის გამომცემლობის“ სასაჩუქრე ვაუჩერები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
პროექტი მიზნად ისახავდა უფროსკლასელებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, გუნდური მუშაობის, კვლევის და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებას.
კონკურსი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროგრამის #EmployersChallenge ნებართვით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის Chevening-ის სტიპენდიის მფლობელებთან თანამშრომლობით, „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ოქროს კომპასის“ პარტნიორობით განხორციელდა.