სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის ვორკშოპი თემაზე “ინტელექტუალური საკუთრება – იდეიდან ინოვაციამდე” გაიმართა

Eka Kavelidze

21 იანვარს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოპი თემაზე “ინტელექტუალური საკუთრება – იდეიდან ინოვაციამდე” გაიმართა.

ვორკშოპს ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიცირებული ტუტორი და იურიდიული კომპანია, “DRD Intellectual Property Firm”-ის დამფუძნებელი პარტნიორი ანა დალაქიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე მომხსენებელმა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები და მათი სამართლებრივი ასპექტები მიმოიხილა.

სტუდენტები აღნიშნულ სფეროში მოქმედ ეროვნულ თუ საერთაშორისო კანონმდებლობას, ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტსა და უფლებების კომერციალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.

მონაწილეებს შეასრულეს სხვადასხვა სახის პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა:
•⁠  ⁠სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია;
•⁠  ⁠უნარიანობის შესახებ დასკვნის მომზადება;
•⁠  ⁠საავტორო უფლებებზე სალიცენზიო ხელშეკრულების შედგენა;
•⁠  ⁠საპატენტო განაცხადის წარდგენა და სხვა.

სტუდენტებს ვორქშოპში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *