სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრი

“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ჩატარდა

საჯარო სკოლის
“ევროპის უნივერსიტეტისა” დაევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისორგანიზებით, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრი საჯარო სკოლის პედაგოგებს უფასო ტრენინგებს სთავაზობს.

2026 წლის 14 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგცენტრის მიერ მომზადებული ახალი ტრენინგ-მოდული –  “მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი – ციფრული ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება” ჩატარდა. შეხვედრას ტრენერი, სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი, იოსებ ლაზარაშვილი უძღვებოდა.

ტრენინგს დაესწრო არაერთი საჯარო სკოლის პედაგოგი როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგის მიზანი: მონაწილე მასწავლებლებისთვის ციფრული საგანმანათლებლო აპლიკაციების პედაგოგიურად გააზრებული და პრაქტიკულად ეფექტიანი გამოყენების უნარის განვითარება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერების მიზნით.

ტრენინგის შედეგი: ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ინტერაქტიული ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებას საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში, შექმნიან ტესტებსა და სასწავლო აქტივობებს სხვადასხვა პლატფორმაზე და გააუმჯობესებენ მოსწავლეთა ჩართულობასა და სწავლის შედეგებს.

მოკლე აღწერა: ტრენინგი წარმოადგენს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების თემის პრაქტიკულ გაგრძელებას და ფოკუსირებულია ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.

პირველ ნაწილში მონაწილეები ესწრებიან მოდელირებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს, სადაც გამოყენებულია ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Mentimeter, Wordwall, Blooket, Wayground და სხვა აპლიკაციები.

მეორე ნაწილში ტრენინგი გრძელდება პრაქტიკული სამუშაოთი „კეთებით სწავლების“ მიდგომით — მონაწილეები თავად ქმნიან ინტერაქტიულ აქტივობებსა და შეფასების ინსტრუმენტებს და იღებენ ტექნიკურ და პედაგოგიურ რეკომენდაციებს მათი ეფექტიანი გამოყენებისთვის.