ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია: „საინფორმაციო ტექნოლოგიები გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიმართა

22 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში საჯარო ლექცია – „საინფორმაციო ტექნოლოგიები გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიმართა.

საჯარო ლექციას ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი თეა თოდუა უძღვებოდა, რომელმაც დაინტერესებულ სტუდენტებს ტექნოლოგიური პროგრესის ძირითადი ეტაპები გააცნო.

ღონისძიებას ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელი ბესო ტაბატაძეც ესწრებოდა. მან ყურადღება IT სექტორში მიმდინარე გლობალურ ტენდენციებზე გაამახვილა.

„EU LAB“ – ში გამართული ლექციის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ის გზა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებმა განვლო.

მენტორმა აუდიტორიას გააცნო თუ როგორ ყალიბდებოდა დარგი, რა სახის გამოწვევების გადალახვა გახდა საჭირო და როგორ ახდენს ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას თანამედროვე სამყაროზე.

ლექციის დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხის სესია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები და მათთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *