ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

საჯარო ლექცია ინფორმატიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის: „საინფორმაციო ტექნოლოგიები გუშინ, დღეს, ხვალ“

2025 წლის 22 აპრილს, 16:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში საჯარო ლექცია – „საინფორმაციო ტექნოლოგიები გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიმართება.

საჯარო ლექციას ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი თეა თოდუა გაუძღვება და დეტალურად განიხილავს ტექნოლოგიური პროგრესის ძირითად ეტაპებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება იმ გზაზე, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიებმა განვლო: როგორ ყალიბდებოდა სფერო, რა ტიპის გამოწვევების გადალახვა გახდა საჭირო და როგორ ახდენს ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას თანამედროვე სამყაროზე.

დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, თუ როგორ განვითარდა საინფორმაციო ტექნოლოგიები ადრეული პერიოდიდან, თანამედროვე, ჭკვიან სისტემებამდე.

შეხვედრის ადგილი: „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი, აუდიტორია 207, გურამიშვილის გამზირი 76.

დასწრება თავისუფალია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *