საინფორმაციო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე – ‘’როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო აბსტრაქტი და პრეზენტაცია’’

2025 წლის 19 მაისს, სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე – ’’როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო აბსტრაქტი და პრეზენტაცია’’.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ შეადგინონ სტრუქტურირებული და აკადემიურად სრულფასოვანი აბსტრაქტი, როგორ შეარჩიონ პრეზენტაციის შინაარსობრივი და ვიზუალური ელემენტები და როგორ წარადგინონ ეფექტურად საკუთარი კვლევა აუდიტორიის წინაშე.
მონაწილეებმა იმუშავეს საკუთარ ნიმუშებზე, გაეცნენ პრაქტიკულ მაგალითებს და მიიღეს ინდივიდუალური უკუკავშირი.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის კვლევის წარდგენის უნარების განვითარებას და მათი სამეცნიერო აქტივობების ხელშეწყობას.