“ევროპის უნივერსიტეტში” საინფორმაციო შეხვედრა – “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა

2025 წლის 22 მაისს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტისა და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა.
შეხვედრას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, უნივერსიტეტში არსებულ “პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურების და მექანიზმების წესს“.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის თემასთან დაკავშირებით, ონლაინ ქვიზში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის აკადემიური ეთიკის მნიშვნელობის გაზრდას და სანდო კვლევითი გარემოს ხელშეწყობას.