მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე – „აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“

2025 წლის 22 იანვარს, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თემაზე – „აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“.

შეხვედრას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე სტუდენტები აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, უნივერსიტეტში არსებულ “პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურების და მექანიზმების წესს“ გაეცნენ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლება აკადემიური ეთიკისა და სამეცნიერო კეთილსინდისიერების მნიშვნელობის შესახებ, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და სამეცნიერო სტანდარტებისადმი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.