გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამა განკუთვნილია „ევროპის უნივერსიტეტის“ ყველა საფეხურის სტუდენტისათვის და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მისაღებად. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, ერთი ან ორი სემესტრი ისწავლონ ჩვენს პარტნიორ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დააგროვონ პროგრამისათვის საჭირო კრედიტები. 

ევროპის უნივერსიტეტს ერაზმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა 27 ქვეყნის 74 უნივერსიტეტთან აქვს. აქტივობის ფარგლებში, ახალი კოლაბორაციების დაფინანსება ხდება ყოველწლიურად და პარტნიორების რიცხვი ხასიათდება მზარდი ტენდენციით.

2024-2025 აკადემიური წლისათვის, ევროპის უნივერსიტეტი ორმხრივ მობილობებს განახორციელებს ერაზმუს+ პროგრამულ 21 ქვეყნის 51 უნივერსიტეტთან:

o ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ავსტრია

o ლუსია დე ბრუკერის უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ბელგია

o PXL უნივერსიტეტი, ბელგია

o ველიკო ტარნოვოს "წმინდა კირილეს და წმინდა მეთოდეს" უნივერსიტეტი, ბულგარეთი

o სატყეო უნივერსიტეტი, ბულგარეთი

o პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

o მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი

o უელვას უნივერსიტეტი, ესპანეთი

o ხაენის უნივერსიტეტი, ესპანეთი

o სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი

o ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

o საქარიას უნივერსიტეტი, თურქეთი

o ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტი, თურქეთი

o სტამბულის უნივერსიტეტი - Cerrahpasa, თურქეთი

o ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტი, თურქეთი

o სტამბულის არელის უნივერსიტეტი, თურქეთი

o ქოჩაელის უნივერსიტეტი, თურქეთი

o სტამბული აიდინის უნივერსიტეტი, თურქეთი

o დოკუზ ეილულის უნივერსიტეტი

o გაბრიელ დ'ანუნციოს" უნივერსიტეტი კიეტი-პესკარა, იტალია

o ენას კორეს უნივერსიტეტი, იტალია

o EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია

o ალბერტას კოლეჯი, ლატვია

o ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯი, ლატვია

o GBSB გლობალური ბიზნეს სკოლა, მალტა

o ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ჰოლანდია

o ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი

o პერსონალის მენეჯმენტის უნივერსიტეტი, პოლონეთი

o WSB უნივერსიტეტი დობროვა გორნიცა, პოლონეთი

o პოვისლანსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

o კატოვიცის ბიზნეს უნივერსიტეტი, პოლონეთი

o ლუსიენ ბლაგას უნივერსიტეტი სიბიუში, რუმინეთი

o ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი, რუმინეთი

o პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი

o პირაეუსის უნივერსიტეტი, საბერძნეთი

o IGS ჯგუფი, საფრანგეთი

o ნიშის უნივერსიტეტი, სერბეთი

o სკოლამდელი ასაკის გამოყენებითი სწავლებისა და ჯანდაცვის სწავლების აკადემია კრუშევაცი, სერბეთი

o პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICEPS), სერბეთი

o კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი

o პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტი, სლოვაკეთი

o ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია

o ლუბლიანას ბიზნესის სკოლა, სლოვენია

o ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტი, უნგრეთი

o მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი

o სამხედრო აკადემია "გენერალი მიხაილო აპოსტოლსკი", ჩრდილოეთ მაკედონია

o სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ მაკედონია

o მედიმურჯეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ჩაკოვიჯეში, ხორვატია

o ზაგრების უნივერსიტეტი, ხორვატია

o ASPIRA გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია

o ზაგრების ბიზნესის სკოლა, ხორვატია

საერთაშორისო მობილობის კონკურსი სტუდენტებისთვის ცხადდება ყოველი სემესტრის დასაწყისში, ოქტომბრისა და თებერვლის პერიოდში. შერჩევის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

➔    დაინტერესებული სტუდენტი ავსებს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას;

➔ პირველ ეტაპზე, განიხილება განაცხადის შესაბამისობა საკონკურსო მოთხოვნებთან;

➔ შემდგომ ეტაპზე, დგინდება სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენციის დონე (B2):

◆    შიდა ტესტირება (მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი)

◆    საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი

➔ მესამე ეტაპზე კანდიდატი ფასდება აკადემიური მოსწრების, ენის კომპეტენციისა და გასაუბრების საფუძველზე:

◆ აკადემიური მოსწრება - მაქს. 10 ქულა (ქულა გამოითვლება სტუდენტის GPA-ს 2.5-ზე გამრავლებით)

◆ ენის კომპეტენცია - მაქს. 10 ქულა (B2 – 5 ქულა; C – 10 ქულა)

◆  გასაუბრება:  

  • მოტივაცია - მაქს. 10 ქულა
  • პიროვნული მზაობა - მაქს. 10 ქულა
  • კომუნიკაციის უნარები/თვითპრეზენტაციის უნარი - მაქს. 10 ქულა

➔ უმაღლესი შეფასების მქონე  კანდიდატი წარედგინება მასპინძელ უნივერსიტეტს, საბოლოო შერჩევის მიზნით. აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური  50-დან მინიმუმ 30 ქულა იმისათვის, რომ მისი კანდიდატურა განხილულ იქნეს ნომინირებისთვის

საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილე სტუდენტების შერჩევის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესში”.

სტუდენტებისათვის ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ; თითოეული მასპინძელი ქვეყნისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

*2024 წლის დაფინანსებული პროექტებისთვის

ქვეყნები

ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტებისათვის

ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი

900 €

კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი

850 €

ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი

800 €

მგზავრობა

ერაზმუს+ სტიპენდია დამატებით მოიცავს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. სამგზავრო სტიპენდიის ოდენობა გამოითვლება მშობლიურ და მასპინძელ საუნივერსიტეტო ქალაქებს შორის არსებული ფიზიკური დისტანციის გათვალისწინებით.

დისტანციის გამოსათვლელ კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.*

*2024 წლის დაფინანსებული პროექტებისთვის

დისტანცია

ანაზღაურება

100 – 1999 კმ

309 €

2000 – 2999 კმ

395 €

3000 – 3999 კმ

580 €

4000 – 7999 კმ

1188 €