გაცვლითი პროგრამები პერსონალისთვის
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამა განკუთვნილია „ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის და წარმოადგენს სწავლა-სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ მექანიზს. პროგრამის ფარგლებში, პერსონალს ეძლევა პროფესიული განვითარების შესაძლებლობა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში სწავლების ან/და ტრენინგის გავლის საშუალებით.
ევროპის უნივერსიტეტს ერაზმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა აქვს 27 ქვეყნის 74 უნივერსიტეტთან. აქტივობის ფარგლებში, ახალი კოლაბორაციების დაფინანსება ხდება ყოველწლიურად და პარტნიორების რიცხვი ხასიათდება მზარდი ტენდენციით.
2024-2025 აკადემიური წლისათვის, “ევროპის უნივერსიტეტი” ორმხრივ მობილობებს განახორციელებს ერაზმუს+ პროგრამულ 21 ქვეყნის 51 უნივერსიტეტთან:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის კონკურსი ცხადდება ყოველ სემესტრში, ნოემბრისა და მარტის პერიოდებში. შერჩევის პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- დაინტერესებული კანდიდატი ავსებს ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმას.
 - პირველ ეტაპზე, განიხილება განაცხადის შესაბამისობა საკონკურსო მოთხოვნებთან.
 - შემდგომ ეტაპზე, დგინდება ინგლისური ენის კომპეტენციის დონე:
- შიდა ტესტირება
 - საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი
 
 - სწავლების მიზნით მობილობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი საჩვენებელი ლექციის წაყვანას, ხოლო ტრენინგ ვიზიტის განხორციელების მსურველთათვის დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაციას გულისხმობს;
 - საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი წარედგინება მასპინძელ უნივერსიტეტს, საბოლოო შერჩევის მიზნით.
 
შერჩევისა და გამარჯვებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესში.”
სტიპენდია/გრანტი
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ყოველდღიური სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ; თითოეული მასპინძელი ქვეყნისათვის განსაზღვრული ყოველდღიური სტიპენდიის ოდენობა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
*2024 წლის დაიფინანსებული პროექტები
ქვეყნები  | ყოველდღიური გრანტის რაოდენობა  | 
ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორგვეგია, შვედეთი  | 190 €  | 
კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი  | 170 €  | 
ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი  | 148 €  | 
მგზავრობა
ერაზმუს+ სტიპენდია დამატებით მოიცავს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. სამგზავრო სტიპენდიის ოდენობა გამოითვლება მშობლიურ და მასპინძელ საუნივერსიტეტო ქალაქებს შორის არსებული ფიზიკური დისტანციის გათვალისწინებით.
დისტანციის გამოსათვლელ კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე. *
*2024 წლის დაიფინანსებული პროექტები
დისტანცია  | ანაზღაურება  | 
100 – 1999 კმ  | 309 €  | 
2000 – 2999 კმ  | 395 €  | 
3000 – 3999 კმ  | 580 €  | 
4000 – 7999 კმ  | 1188 €  |