“რეზიუმეს სრულყოფა და საერთაშორისო დასაქმების სტანდარტები” – საჯარო ლექცია მედიცინის სტუდენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში”

20 მაისს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე: “Global Employability for Medical Students: Resume Excellence and International Hiring Standards” გაიმართება.
ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული, CIPD-ის წევრი, HR მენტორი და მომავალი HR ლიდერების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილე ქეთევან ხითარიშვილი გაუძღვება.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება მედიცინის სტუდენტებისთვის არსებული გლობალური დასაქმების შესაძლებლობები და ის სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის.
ლექციაზე დასწრება შეუძლია “ევროპის უნივერსიტეტის” ყველა დაინტერესებულ სტუდენტს.
სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრის ადგილი: სარაჯიშვილის გამზირი №17, “ევროპის უნივერსიტეტის” B კამპუსი, აუდიტორია 702.