Revaz Begiashvili

რევაზ ბეგიაშვილი

ვიცე-რექტორი შესყიდვებისა და მატერიალური რესურსების განვითარების მიმართულებით

რევაზ ბეგიაშვილი "ევროპის უნივერსიტეტში“ 2022 წლიდან იკავებდა ვიცე-რექტორის თანამდებობას ფინანსური, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური მიმართულებით, 2025 წლიდან დღემდე კი ვიცე-რექტორია შესყიდვებისა და მატერიალური რესურსების განვითარების მიმართულებით

რევაზ ბეგიაშვილმა 2005 წელს წარმატებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმოების ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა, 2007 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფირმის ეკონომიკის მიმართულებით.

2018 წლიდან რევაზ ბეგიაშვილი ეწევა აკადემიურ საქმიანობას და კითხულობს ლექციებს "ევროპის უნივერსიტეტში“. 2020 წელს გამოქვეყნდა მისი სამეცნიერო ნაშრომები: "Tax system challenges during the Pandemic” და "საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ელემენტები“.

Სამუშაო გამოცდილება:

  • 2021-2023 - ვალის მართვის დეპარტამენტი, გადახდევინებისგან თავის არიდების გამოვლენის სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახური
  • 2018-2021 -ანალიტიკური დეპარტამენტი, გადახდევინებისგან თავის არიდების გამოვლენის
    სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახური
  • 2015-2018 - ადმინისტრირების დეპარტამენტი, გადახდევინების ღონისძიებების სამმართველო,
    თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის განყოფილების უფროსი, შემოსავლების სამსახური
  • 2014-2015 - ადმინისტრირების დეპარტამენტი, გადახდევინების ღონისძიებების სამმართველო,
    იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილების უფროსი, შემოსავლების
    სამსახური
  • 2014 - ადმინისტრირების დეპარტამენტი, გადახდევინების ღონისძიებების სამმართველო სამცხე
    ჯავახეთის განყოფილების უფროსი, შემოსავლების სამსახური
  • 2013-2014 - მომსახურების დეპარტამენტი, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი, მთავარი
    ოფიცერი, შემოსავლების სამსახური
  • 2012 წელი - იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროში საგადასახადო საქმეთა ოფიცრი
  • 2006-2011 - ისნპექტორი, მთავარი ოფიცერი, შემოსავლების სამსახური

კონტაქტი: begiashvili.revaz@eu.edu.ge