„ქალთა გაძლიერების კვირეული“ ევროპის უნივერსიტეტში
4-5-6 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების კვირეული გაიმართება.
პროექტის მიზანია ქალთა უფლებების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს გელით მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და პრაქტიკული ვორკოპები.
ღონისძიებების განრიგი:
5 მარტი
- “ქალთა მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური რეგულაციის მექანიზმები” – ფიქრია ხომასურიძე (14:00-15:00 საათი, სარაჯიშვილის #17, ოთახი #702)
- თავდაცვის ხელოვნება “კრავმაგა” – ბესიკ ქუთათელაძე (16:00-17:00 საათი, სარაჯიშვილის #17, ოთახი #702)
6 მარტი
- ბგერითი თერაპია და იოგა – 15:00-16:00 საათი, ფიტნეს დარბაზი “Vortex”, ა. გობრონიძის #7 (პირველი 30 რეგისტრირებული)
- “ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა” – მანანა მგალობლიშვილი (17:00-18:00 საათი, დ.გურამიშვილის #76, ოთახი #505)
7 მარტი
- დისკუსია “ქალთა უფლებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ” – ეკა კაველიძე (16:00-17:00 საათი, დ.გურამიშვილის #76, ოთახი #409)
- დასკვნითი ღონისძიება – კონცერტი (19:00 საათი, დ.გურამიშვილის #86)
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/8o3sLH6F21CY8smr6 არა უგვიანეს 2 მარტის 18:00 საათისა.
მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები.