საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის უნგრეთში “ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში” პრაქტიკის გასავლელად კონკურსი გამოცხადდა

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის უნგრეთში “ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში” პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შედგენილი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • თამაშის ფსიქოლოგია
  • მენტალური ჯანმრთელობა პედაგოგიკაში
  • რეფლექსური აზროვნების უნარი
  • მოწყვლადობა ოჯახში
  • ადრეული განვითარებისა და დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.

პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2026 წლის 23-27 თებერვალი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. სტუდენტის 2024-25 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 3.0 ან მეტი
  2. სწავლის საფეხური – ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე III, V, და VII სემესტრის სტუდენტები

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  2. გასაუბრება (ინგლისურ ენაზე)

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 24 დეკემბრის 15:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 25 დეკემბერს.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი.

შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 29 დეკემბრისა.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების (კვების გარეშე) და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს “ევროპის უნივერსიტეტი”.