სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

პოსტერების კონკურსი თემაზე “პლაგიატის პრევენცია” – შემოქმედებითი ხედვით აკადემიური კეთილსინდისიერებისკენ

“აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის” ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე “პლაგიატის პრევენცია”.

კონკურსის მიზანია სტუდენტებში პლაგიატის მავნე პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების პოპულარიზაცია.

ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შემოქმედებითი ფორმით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პლაგიატის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანონ კეთილსინდისიერი აკადემიური გარემოს შექმნაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ევროპის უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს.

პოსტერის ფორმატი და ტექნიკური მოთხოვნები:

  • პოსტერის ზომა: A3 (PDF ფორმატში)
  • შესრულება შესაძლებელია როგორც ხელით (თეთრ თაბახის ფურცელზე ფერადი მარკერების, ფანქრების ან აკრილის გამოყენებით), ასევე ელექტრონულად – Adobe Illustrator-ში.
  • პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსიდან მოიხსნება).

I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს მის ჩართულობას კონკურსში.

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 მაისი

პოსტერები უნდა გაგვიზიაროთ შემდეგ ელფოსტაზე: science.center@eu.edu.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: “პოსტერების კონკურსი – თქვენი სახელი და გვარი” .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *