სხვა სიახლეები

პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადები ევროპის უნივერსიტეტში

პირველკურსელთა
პირველკურსელთა რეგისტრაცია “ევროპის უნივერსიტეტში” 1 სექტემბრიდან დაიწყება და ორ ლოკაციაზე იწარმოებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტში” ჩარიცხული სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკურსელებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი; უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

შენიშვნა: 18 წლამდე აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვემ – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).

გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ პროგრამის ღირებულების 1/10 ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები
საქართველოს ბანკი
GE87BG0000000347729500
საბანკო კოდი : BAGAGE22

თიბისი ბანკი
GE44TB7819636020100003
საბანკო კოდი : TBCBGE22

ევროპის უნივერსიტეტში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია სამუშაო დღეებში: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.

რეგისტრაცია იწარმოებს ორ ლოკაციაზე:
ვეტერინარიის ფაკულტეტი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი: გურამიშვილის გამზირი #76, პირველი სართული

მედიცინის ფაკულტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი: სარაჯიშვილის გამზირი 17, პირველი სართული

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 2 000 171 ან ელ.ფოსტაზე: info@eu.edu.ge